გალათის უნივერსიტეტი

universita-dunarea
s1
s6

გალათის “Dunărea de Jos” უნივერსიტეტს ააქვს დიდი გამოცდილება გარემოსდაცვითი კვლევებისა და გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი შესწავლის კუთხით. ამ თვალსაზრისით, უნივერსიტეტმა შეიმუშავა კვლევითი პროექტების სერია ეროვნულ და საერთაშორისო გარემოს დაცვის სფეროში. მათ შორის – საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მონიტორინგის მიზნით ჩატარდა საპილოტე პროექტები გალათისა და ბრაილის მუნიციპალიტეტებთან. კვლევის შედეგები და ოპტიმიზაციის ალგორითმი გამოიცა ISI-ის მიერ ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალებში (გარემოსდაცვითი და საინჟინრო მენეჯმენტის ჟურნალი). ასევე გარემოსდაცვითი კვლევებისა და გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების შეფასების სფეროში, უნივერსიტეტში შემუშავდა კვლევითი პროექტების სერია სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით.

სატყეო უბნების მონიტორინგის სფეროში, უნივერსიტეტის გარემოს დაცვის ცენტრმა, შეიმუშავა პროექტი, რომლის შედეგადაც შეიქმნა ფუნქციური სისტემა, რომელიც აფასებს რეალურ დროში ვეგეტაციის პირობებს და შესაბამისად, ტყეების ჯანმრთელობის დონეს.

გარემოს დაცვისა და კვლევის სფეოროს მიეკუთვნება ასევე პროექტი “ინდუსტრიული დაბინძურება და მისი გავლენა დუნაის დელტის ბიოსფერულ რეზერვაციაზე. ამ კვლევის მიზანს წარმოადგენდა არსებული მდგომარეობის ანალიზი საწარმოო საქმიანობის გავლენის შესახებ, კერძოდ, დუნაის დელტის წყლის ეკოსისტემებში მძიმე მეტალების დაგროვების საკითხი. ასევე დამტებითი ამოცანა იყო – განსაზღვრულიო კორელაციის ფაქტორი დანალექებს და ვეგეტაციის ტიპებს მიხედვით მძიმე მეტალების დაგროვების უნარს შორის.  ეს კვლევა დაიბეჭდა 5 სამეცნიერო ჟურნალში. ასევე დადგინდა დუნაის დელტის ბიორეზერვაციაში  პლანქტონის ბიოაკუმულაცია.