პროექტის შესახებ – ინფორმაცია

პროექტის შესახებ – ინფორმაცია

SUNRISE პროექტი მოიცავს აქტივობებს, რომელთა რეალიზებაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის სამეწარმეო და ბიზნეს შესაძლებლობების გაზრდას, განვითარების ახალი ალტერნატივების უზრუნველყოფას.

SUNRISE პროექტი შეიმუშავებს ბიზნესისა და მეწარმეობის სტრატეგიას ტურიზმის ახალ შესაძლებლობებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარების დინამიკასა და ტენდენციებს და დაეხმარება ბიზნეს და სამეწარმეო სექტორს  სამომავლო განვითარების მიმართულებების არჩევაში.

თითოეული პარტნიორი შეიმუშავებს 1 ახალ ინტეგრირებულ ტურიზმის პროდუქტს თავისი რეგიონისთვის (ჯამში 4), ტურისტული სერვისების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე შემუშავდება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის პროდუქტი პარტნიორი რეგიონების ბუნებრივი სიმდიდრისა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით. ახალი ინტეგრირებული ტურისტული პროდუქტის შექმნა და კულტურული ღონისძიებების ზრდა მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის მიზნობრივი რეგიონების, როგორც მიმზიდველი ტურისტულ დესტინაციების პრომოუშენს.