საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC)

ibdipc-header
97f0104ed6224ab79ea99320431b

IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი) 2005 წლიდან ფუნქციონირებს ბათუმში (აჭარის რეგიონი) და განახორციელებული აქვს მრავალი საინტერესო პროექტი სხვადასხვა სფეროში. ის წარმოადგენს ტურიზმის სექტორში აჭარის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას.

IBDIPC-ს აქვს საქართველოში პარტნიორთა საკმაოდ ფართო ქსელი ბიზნესსა და ტურიზმის სექტორში, მათ შორის:   აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, გურიის გუბერნიის ოფისი, ტურისტული ასოციაცია (ეროვნული და რეგიონალური), სხვადასხვა ტურისტული მომსახურების პროვაიდერები და ა.შ. ტურისტულ ინდუსტრიასთან ასეთი პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სამომავლო მდგრადობას.

IBDIPC გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისაგან, რომელთაც გააჩნიათ მაღალი კომპეტენცია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების, ფინანსური მენეჯმენტის, პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით. IBDIPC- ს აქვს  კარგი გამოცდილება და კომპეტენციები, შემდეგ საკითხებში:

  • სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტის მენეჯმენტი – საერთაშორისო / რეგიონალური.პროგრამები, რეგიონალური განვითარების სტრატეგიები და ა.შ>
  • ბიზნეს კონსალტინგი – ბაზრის კვლევა, მარკეტინგი და PR, ბიზნეს გეგმები
  • ღონისძიებების მართვა – კონფერენცია, სემინარები, მრგვალი მაგიდა, სემინარები, თემატური ღონისძიებები და ა.შ.
  • ქსელური კავშირები / ნეთვორქინგი – რეგიონალური / საერთაშორისო თანამშრომლობა
  • საგანმანათლებლო/ტრენინგ პროგრამები – ბიზნეს განათლება, მდგრადი ტურიზმი, მარკეტინგი, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი და ა.შ
  • სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის საკითხები

IBDIPC-ის სხვადასხვა დონორების (ევროკავშირი, GTZ / GIZ, USAID, აშშ-ის საელჩო, ნიდერლანდების საელჩო, ევრაზიის ფონდი, UNDP და ა.შ.) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები  ტურიზმი, ბიზნესის განვითარების, პროფესიული განათლების მიმართულებით და ა.შ. ამ პროექტებს შორის იყო 2013-2015 წლებში განხორციელებული ევროკავშირის შავი ზღვის CBC პროგარამის ორი პროექტი.