სტაუჩენის მუნიციპალიტეტი

logo_5bce088358098
image_600x460_5bcf28b18c0fc

მოლდოვის  დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში,  3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს  სტაუჩენის მუნიციპალიტეტი, რომელიც შედგება სოფელ სტაუჩენისა და სოფელ გოიანულისგან. თემის ტერიტორიაზე არის საშუალო სკოლა “Dragoş Vodă”, ჯანმრთელობის ცენტრი, საბავშვო ბაღი, კათოლიკური ეკლესია, მუსიკალური სკოლა, სპორტული სკოლა, ოლიმპიური სპორტული სტადიონი, 45 საცხოვრებელი კორპუსი და 2500 კერძო სახლი. სოფელი სტაუჩენის დამეგობრებული სოფელია – სტაუჩენი (ბოტოშანის რაიონი, რუმინეთი), სოფელი სტაუჩენი (ჰოტინის რაიონი, უკრაინა) და ქალაქი სიედლეცი (პოლონეთი).  სტაუჩენის მერიის და საკრებულოს საქმიანობის მთავარი მიზანია თემის ეფექტური მართვა და იქ მაცხოვრებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების განყოფილება შედგება ადგილობრივი საბჭოსგან,  საკადასტრო ცენტრის, მიწათსარგებლობის, სახელმწიფო შესყიდვების,  სოციალური, არქიტექტურის დეპარტამენტებისგან.

სტაუჩენის და გოიანულის სოფლებში ამჟამად დაახლოებით 10,000 მოსახლეა.