ფონდი “Satean”

Satean-LOGO-alta-white
home_employment_pic17

არის კერძო იურიდიული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა 17 წარმატებული იტალიური ბიზნესის ჯგუფის (მარჩეს რეგიონი) მიერ, რომელიც საქმიანობს რუმინეთში. გარდა ამ დამფუძნებელი წევრებისა, ფონდს ჰყავს დიდი წევრები, ბიზნესმენები იტალიიდან და რუმინეთიდან.

ორგანიზაციის დაფუძნებისას საქმიანობის მიზნები იყო “ბიზნეს ინოვაციის ცენტრის” ტიპის ინკუბატორების შექმნის და ბიზნეს ინოვაციების უნარ-ჩვევების განვითარება, ინოვაციების მხარდაჭერა, როგორც ადრეული ეტაპებზე ისე შემდგომ განვითარების პერიოდში,  ინტერნაციონალიზაციისა და პრომოუშენის სერვისები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქსელური კავშირების მხარდასაჭერას,  ორგანიზაციების განვითარების კურსები, ტრეინინგები დასაქმების ხელშეწყობისთვის,  პროექტების მომზადება ევროკავშირის სტრუქტურული ფონდებისთვის, პროექტების განხორციელების პროცესში ბენეფიციართა მხარდაჭერა ევროპული ფონდების დაფინანსებით და ა.შ.

Satean Foundation ასევე ახორციელებს მარკეტინგულ საქმიანობას, კვლევებსა და ანალიზს, როგორც რუმინეთში, ისე საზღვარგარეთ, მონაცემთა ბაზების და IT კომპანიების განვითარებას და ნებისმიერი სხვა სახის მომსახურებას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მხარდაჭერის ინსტრუმენტების და მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკურ განვითარებას.

ფონდს, როგორც ბენეფიციარს, განახორციელებული აქვს ორი პროექტი ევროპის სოციალური ფონდის სამოქმედო პროგრამების ადამიანური რესურსების განვითარების ფონდის დაფინანსებით, და ასევე ორი სხვა პროექტი (სადაც იყო პარტნიორი), რომელიც დაფინანსებული იყო ევროპული სტრუქტურული ფონდებიდან. ამ პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.