T3 – კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციისთვის

კარგად ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები მასტიმულირებელი ფაქტორია ტურისტებისთვის და იგი ხელს უწყობს ტურისტული ბიზნესისა და მეწარმეობის თანმხლები ტურისტული საქმიანობის განვითარებას. განსაკუთრებით ტრადიციული ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა დაინერგოს ორგანიზებულ თუ არაორგანიზებულ ტურისტულ მარშრუტებში.

პროექტი ითვალისწინებს ავთენტური კულტურისა და ხელნაკეთობების 4 ფესტივალის ორგანიზებას და ჩატარებას თითოეულ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც არიან პროექტის პარტნიორები. ფესტივალებზე პასუხისმგებლები იქნებიან: ფონდი SATEAN, ავენის მუნიციპალიტეტი, IBDIPC – საქართველო და მოლდოვას სტაუცენის მუნიციპალიტეტი.

ფესტივალების მიმდინარეობისას გამოფენილი იქნება ტრადიციული რეწვის ნიმუშები. საღამოს წარმოდგენილი იქნება ავთენტური ადგილობრივი ფოლკლორი. ფესტივალების ჩასატარებლად საჭირო აქტივობების ნაწილი (სცენის, კარვების, ხმის და განათების უზრუნველყოფა, აუდიტორიის მოზიდვა) უზრუნველყოფილი იქნება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და განთავსების ხარჯებიც. თითოეულ ფესტივალზე, რომლებიც გაიმართება რუმინეთში, საქართველოსა და მოლდოვაში,  წარმოდგენილი იქნება 50 მონაწილე (ტრადიციული ხელოვნების წარმომადგენლები და რეწვის ოსტატები). ხოლო ავრენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 100 ხელოვანი.

ავრენის მუნიციპალიტეტში ბოლო 5 წლის განმავლობაში 3 მსგავსი ფესტივალი გაიმართა, რომლებიც ორგანიზებული იყო ეროვნული საოპერაციო პროგრამის – “რეგიონული განვითარება” – ფარგლებში. ჩვენი პარტნიორის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ავრენის მუნიციპალიტეტში დავგეგმოთ საერთაშორისო ფესტივალი რუმინელი, ქართველი და მოლდოველი ფოლკლორისტებისა და ტრადიციული რეწვის ოსტატთა მონაწილეობით.

მონაწილეები შეირჩევიან პროექტის პარტნიორების მიერ. პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ ჯგუფებში შეიყვანონ კოორდინატორი ან ექსპერტი, რომლებიც სხვებს გაუზიარებენ თავინთ გამოცდილებას და წარმატებით განახორციელებენ საპროექტო საქმიანობას საკუთარ რეგიონში.

პროექტის მიზანია, რომ ფესტივალი იქცეს ყოველწლიურად ღონისძიებად, რომელიც გაზრდის მუნიციპალიტეტის, როგორც ტურისტული მიმართულების მიმზიდველობას, და სარგებელს მოუტანს ადგილობრივი ტურისტული სექტორის საქმიანობას. დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. ფესტივალის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები აიტვირთება პროექტის საიტზე.

ამ აქტივობის განხორციელება ხელს შეუწყობს კონკრეტული მიზნის მიღწევას, კერძოდ, შავი ზღვის აუზის ზონაში ტურისტული პროდუქტები უფრო მრავალფეროვანი გახდება და გაიზრდება მომსახურების დონეც.