T4 – ახალი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება

ტურიზმის სექტორში დიდი კონკურენცია გულისხმობს ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხარისხის მუდმივად გაზრდის აუცილებლობას. პროექტის პარტნიორები – (ფონდი Satean-ი, ავრენის მუნიციპალიტეტი, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი, სტაუჩენის მუნიციპალიტეტი) თავიანთი რეგიონების, როგორც ტურისტული მიმართულებების მიმზიდველობის გასაზრდელად, შეიმუშავებენ ერთ ინტეგრირებულ ტურისტულ პროდუქტს.

ინტეგრირებული ტურისტული პროდუქტები, ტერიტორიების შესაბამისად, გააერთიანებს მატერიალურ და არამატერიალურ კომპონენტებს და სხვადასხვა ტიპის ტურიზმის ელემენტებს – ეკო, კულტურულ, სოფლის, სათავგადასავლო, სპორტულ და სხვ.

აქტივობებზე პასუხისმგებელი პარტნიორი – გალათის უნივერსიტეტი – შეიმუშავებს ტრანსსასაზღვრო ინტეგრირებულ ტურისტულ პროდუქტს, რომელშიც ჩართული იქნბეა პარტნიორი ქვეყნების ტურისტული ადგილები.

ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ბიზნესები და ტურიზმის მეწარმეები იქნებიან ინფორმაციის ძირითადი წყარო არსებული ტურისტული პროდუქტების შესწავლის, რეგიონის შესაძლებლობებისა და ბენეფიციარების საჭიროებების შესახებ.

შედეგების გასავრცელებლად და ინტეგრირებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დაიბეჭდება ბროშურები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას რეგიონებსა და შემუშავებული ტურსტულ როდუქტებზე. პროექტის საიტზე ორ ენაზე (ინგლისური და ადგილობრივი) იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია რეგიონალური და ტრანსსასაზღვრო ინტეგრირებული ტურისტული პროდუქტები შესახებ.

ამ აქტივობის განხორციელება ხელს შეუწყობს კონკრეტული მიზნის მიღწევას, კერძოდ, შავი ზღვის აუზის ზონაში ტურისტული პროდუქტები უფრო მრავალფეროვანი გახდება და გაიზრდება მომსახურების დონეც.